თეგი: რუსეთის მოქალაქეები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო წლებთან შედარებით, საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეთა და ვიზის გაცემის რიცხვი არ შეცვლილა. "2020 და 2021 წლის აღება რომ ხდება ეს არარელევანტურია, იმიტომ, რომ პანდემია იყო და გასაგებია, რომ მაგ დროს სხვანაირად იყო საერთოდ გადაადგილება მსოფლიოში. რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება... ეს ხომ არ არის ახალი კამპანია, მარტშიც იყო ეს კამპანია და ვნახეთ ამან სანამდე მიგვიყვანა, გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში, გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე საქართველოს რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ. აი, ამ ქსენოფობიას ახალისებს ახლა ეს კამპანია. და მე მიკვირს, რომ ამაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩართულა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს", - აცხადებს პაპუაშვილი. ასევე წაიკითხეთ: კახა კალაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: მივესალმებით ტურისტების შემოდინებას  

ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა

ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული და უძრავი ქონების ფლობისთვის საჭირო ვიზების გაცემა გაურკვეველი დროით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.  ამ გადაწყვეტილების მიზეზი, 5 აგვისტოს რუსეთიდან 14 ბულგარელი დიპლომატის გაძევება გახდა.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის საპასუხო ზომები, ბულგარეთის მსგავს გადაწყვეტილებაზე რუსეთის საგარეო მისიების თანამშრომლებთან დაკავშირებით. ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა ესტონეთმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა მანამდე ესტონეთმა განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვისა და სასწავლო ვიზების გაცემას. ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ფინეთის მთავრობაც განიხილავს სავიზო შეზღუდვებს. ოფიციალური ჰელსინკი გეგმავს, ეს საკითხი აგვისტოს ბოლოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დააყენოს.

ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გამართლებულად არ მიიჩნევს

გერმანიის კანცლერი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერების იდეას მხარს არ უჭერს.  ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გაუმართლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი შოლცის თქმით, ეს პუტინის ომია და გერმანია განაგრძობს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ვიზების საკითხზე საუბარი მისთვის რთულია. „ამ ომისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტს. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას უკრაინასთან შეთანხმება მოუწევს" - განაცხადა ოლაფ შოლცმა.  ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

ფინანსთა მინისტრი: საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა

"საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა - აბსოლუტურად გაუგებარია ის შიში, რომელიც ამ მიმართულებით არის გამოთქმული", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. „რიცხვებს თუ შევხედავთ, ეს უნდა შევადაროთ იმ პერიოდს, რომელი პერიოდიც არის შესადარისი. ვერ შევადარებთ პანდემიის პერიოდს, როდესაც საზღვრები იყო ჩაკეტილი და სასაზღვრო გამშვები პუნქტები ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდნენ და ვერ შეადარებთ ისეთ პერიოდს, როდესაც გარკვეული შეფერხებები არსებობდა მიმოსვლასთან დაკავშირებით. უნდა შევადაროთ ბუნებრივია პანდემიამდე პერიოდს და თუ შევადარებთ რიცხვებს, ეს არათუ გაზრდილი, არამედ განახევრებულია რაოდენობაში. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია ის შიში, რომელიც ამ მიმართულებით იქნა გამოთქმული. ეს ინფორმაცია არის საჯარო, ეს ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს ინფორმაციაზე შეუძლია წვდომა ჰქონდეს, ამ ინფორმაციის ანალიზი გააკეთოს და შესაბამისად, ვერანაირ რისკებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა არსებობდეს ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.  

არასამთავრობოები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვენ

სამოქალაქო ორგანიზაციები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვენ. ორგანიზაციები ასევე ითხოვენ, გადაიხედოს ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე შემოსულ პირთა სამართლებრივი სტატუსი. „ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვაღიარებთ რა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინასა და საქართველოში ჩაიდინა საერთაშორისო/ომის სამართლით აკრძალული ქმედებები და დღესაც განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, მოვითხოვთ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, საქართველოში რუსი ვიზიტორების შემოსვლის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში, 6400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურმაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რუსული ექსპორტი, ხოლო რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის მასობრივი შემოდინება ცხადად მიუთითებს, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებს, თავისუფლად შეუძლიათ, ოკუპირებული საქართველოს გამოყენებით, თავი დააღწიონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომა - საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დაცვის საბაბით, უცხო ქვეყანაში ინტერვენციასთან დაკავშირებით - საკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაშვება ნებისმიერი ქვეყნის ფართო დისკრეციას მოიაზრებს. ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას უფლება აქვს, გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში შემოსვლის, გადაადგილებისა და სიკეთეებით სარგებლობის უფლება. მიხეილ სარჯველაძე შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლის შესაძლო აკრძალვაზე: გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები მილიონი ქართველი გარდა ამისა, აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ოკუპანტი და მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეებს, შეეზღუდოთ გარკვეული უფლებებით სარგებლობა, რაც თავსებადია ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან. აქვე მივუთითებთ, რომ პოლიტიკური თავშესაფრისა და ლტოლვილის სტატუსის მიღება აღიარებული და დარეგულირებულია საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტებით, რომელთა გამოყენება ხდება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად, აღნიშნული წესები ვერ იქნება სავიზო რეჟიმის დაწესების საწინააღმდეგოდ გამოყენებული. ირაკლი კობახიძე: მუდმივად საცხოვრებლად რუსეთიდან ჩამოსული შეიძლება, იყოს მაქსიმუმ 20 ათასი მოქალაქე, საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველია ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და გადაიხედოს ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე შემოსულ პირთა სამართლებრივი სტატუსი“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი; მედიაომბუდსმენი; სირცხვილია; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; თანასწორობის მოძრაობა; უფლებები საქართველო; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG; ევროპის ფონდი; ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო; ობსერვატორია; საფარი; დემოკრატიის მცველები; სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი; საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch); მწვანე ალტერნატივა; დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; პლატფორმა "გამზირი"; ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისის ჯორჯია; არჩილ ჩოფიკაშვილი- სამართლის მაგისტრი, საერთო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მენტორი ადვოკატი, სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის'' დამფუძნებელი წევრი, ა(ა)იპ ,,უფლებები საქართველოს'' (კონსტიტუციის 42-ე მუხლი) იურისტი. ცნობისთვის, ანალოგიური მოთხოვნით გამოდიან რიგი ოპოზიციური პარტიები.  

ივნისში რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში, ვალუტით რეკორდული თანხა გადარიცხეს

2022 წლის ივნისში, რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში, ანგარიშებსა და დეპოზიტებზე $4,7 მილიარდი გადარიცხეს, რაც რუსეთის ცენტრალური ბანკის ცნობით, 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.   გაზპრომბანკის Private Banking-ის მმართველი დირექტორის ეგორ სუსინის თქმით, საზღვარგარეთ ანგარიშებზე და დეპოზიტებზე გადარიცხვების ზრდა ორი მიზეზით არის განპირობებული. „ჯერ ერთი, შიდა ბაზარზე უნაღდო უცხოური ვალუტის ჭარბი რაოდენობაა და ამასთან დაკავშირებით ბანკებში დოლარისა და ევროს განთავსების პირობები არაკომფორტული გახდა. და მეორეც, ამ სიტუაციაში, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უცხოეთში ვალუტის გადარიცხვები შეამსუბუქა, რომელიც კრიზისის დასაწყისში იყო შემოღებული. მთლიანობაში, რუსეთის ფედერაციის რეზიდენტებს, რუსეთის ბანკის მონაცემებით, პირველი ივლისის მდგომარეობით, უცხოურ ბანკებში  2,29 ტრილიონი რუბლი, ანუ $44,7 მილიარდი ჰქონდათ შენახული.  შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ, უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრიდან რამდენიმე დღეში სავალუტო რეგულირების მკაცრი ზომები შემოიღო. აიკრძალა ვალუტის გაყიდვა ფიზიკურ პირებზე, შეზღუდული იყო ვალუტის აღება ანგარიშებიდან და გადარიცხვები საზღვარგარეთ. თანდათან ეს შეზღუდვები რბილდება, მაგრამ მათი სრულად მოხსნა ჯერ არაა დაგეგმილი.   

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და ფინეთმა, შესაძლოა, რუს ტურისტებს შესვლა აუკრძალონ, თუ ევროკავშირი აკრძალვას ბლოკის მასშტაბით არ აამოქმედებს

თუ ევროკავშირი მთელი ეკონომიკური ბლოკის მასშტაბით აკრძალვას არ აამოქმედებს, ბალტიის ქვეყნებმა, ფინეთმა და პოლონეთმა შესაძლოა, რუსი ტურისტების შესვლა აკრძალონ.  ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.  აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების სრულად აკრძალვას არ ემხრობა რუსებისთვის ვიზების გაცემის რეგიონალური აკრძალვის საკითხს, ხუთი ქვეყნის მინისტრები მომავალ ორშაბათს გეგმავენ. ლანდსბერგისის განცახდებით, გამოყენებული იქნება საერთო ნორმები, რათა აკრძალვა მხოლოდ ტურისტებს შეეხოთ და ამ ქვეყნებში დისიდენტებმა შესვლა შეძლონ.  „რუსი ტურისტები არ უნდა იყვნენ ევროკავშირში, მათი ქვეყანა ჩადის გენოციდს“, – განაცხადა ლანდსბერგისმა. შეგახსენებთ, რომ რუსი ტურისტები ევროკავშირის ტერიტორიაზე მოსაზღვრე ხუთი ქვეყნიდან შედიან, რადგან სანქციების გამო  რუსეთიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე პირდაპირი ფრენები აიკრძალა. ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.  

ანალენა ბერბოკი მზადაა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე შეზღუდვების საკითხი განიხილოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მზადაა კომპრომისზე წასასვლელად, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე, შეზღუდვების შემოღების საკითხი განიხილოს.  გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და ფინეთმა, შესაძლოა, რუს ტურისტებს შესვლა აუკრძალონ, თუ ევროკავშირი აკრძალვას ბლოკის მასშტაბით არ აამოქმედებს კოპენჰაგენში, დანიელ კოლეგასთან ჯეპე კოფოდოფთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა თქვა, რომ გერმანიის კანცლერი და საგარეო საქმეთა სამინისტრო შეთანხმდნენ, რომ გადაწყვეტილებაში მთელი ევროპა უნდა იყოს ჩართული. ბერბოკის განცხადებით, კანცლერი ოლაფ შოლცი ამ საკითხთან მიმართებით კატეგორიული არ ყოფილა.   შოლცი აქამდე არ ემხრობოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აბსოლუტურ აკრძალვას. მისი თქმით, ამგვარი შეზღუდვები გაართულებს მათ დაშვებას, ვინც მოსკოვის უკრაინაში შეჭრას ეწინააღმდეგება. ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.  

ტრაბზონში რუსეთის საკონსულო: რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები გახშიდა

"სარფის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, ბოლო პერიოდში საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შემხვევები გახშირდა", - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ქალაქ ტრაბზონში, რუსეთის გენერალური საკონსულო ავრცელებს. საქართველოში შესვლაზე უარს ეუბნებიან, როგორც ყირიმის მცხოვრებლებს, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მოქალაქეებს, რომლებსაც ასევე რუსეთის მოქალაქეობა აქვთ“, - ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში. საკონსულოს ინფორმაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები ყოველდღიურად ფიქსირდება.  

ცნობილია, როდის ხურავენ საზღვრებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი

ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 19 სექტემბრიდან დახურავენ.  ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებენ „19 სექტემბრის ღამეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ესტონეთში შესვლაზე აკრძალვა ამოქმედდება. ეს ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ვიზები ესტონეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აქვთ მიღებული“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ურმას რეინსალუმ აღნიშნა, რომ მსგავს ზომებს ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთიც შემოიღებენ. ამასთან, აკრძალვა არ გავრცელდება მათზე, ვინც ახლობლების მოსანახულებლად მიდის და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჰუმანიტარული მიზეზების გამო სურთ.  

ლატვიის სეიმმა რუსეთის მოქალაქეებისთვის, ბინადრობის ნებართვის გაგრძელება და სამუშაო ვიზების გაცემა აკრძალა

ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით საიმიგრაციო კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელის თანახმადაც რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები მკაცრდება. ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას არიდებენ თავს კერძოდ, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს დროებითი ბინადრობის ნებართვა, ლატვიაში განხორციელებული ინვესტიციების ან უძრავი ქონების შეძენის საფუძველზე აღარ გაუგრძელდებათ, ხოლო რუსეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა აიკრძალა.  გარდა ამისა, მიღებული ცვლილებების თანახმად რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ადრე იყვნენ ლატვიის მოქალაქეები ან არამოქალაქეები და ახლა ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრობენ, სახელმწიფო ენის ცოდნა უნდა დაადასტურონ. ერთი დღით ადრე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ გასცემს ჰუმანიტარულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც ქვეყნის დატოვება, გამოცხადებული მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით სურთ. ლატვიამ 19 სექტემბრიდან, უსაფრთხოების მიზნით, შენგენის ვიზებით რუსეთის მოქალაქეების შესვლა აკრძალა.   

ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად შეუზღუდოს

ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეების შესვლა სრულად შეზღუდოს. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ფინეთის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შემცირება გადაწყვიტა „ფინეთს არ სურს იყოს სატრანზიტო ქვეყანა სხვა ქვეყნების მიერ გაცემული შენგენის ვიზებისთვის და ახლა ჩვენ გვინდა გავაკონტროლოთ ეს მოძრაობა“, - თქვა ჰავისტომ. ჰავისტოს ინფორმაციით, ხელისუფლება ამჟამად ამზადებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა შეზღუდოს ან მთლიანად შეაჩეროს რუსეთის მოქალაქეების ტურისტული მოძრაობა  და ეს საკითხი მალე პარლამენტს წარედგინება. „არ არსებობს მორალური და ეთიკური საფუძველი, რომ რუსმა ტურისტებმა განაგრძონ მოგზაურობა, თითქოს არაფერი მომხდარა“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.  

პაველ ჰერჩინსკი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: ეს საკითხი საქართველოს გადასაწყვეტია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს საკითხი საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს. ვახტანგ გომელაური: საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია „ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რუსი გაექცა მობილიზაციას. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც იგივე პრობლემა აქვთ, როგორც იცით, ზოგიერთმა სახელმწიფომ მიიღო ზომები და ზოგიც ახლა მუშაობს მასზე. რაც შეეხება საქართველოს, ეს საკითხი მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ელჩმა. შსს: ლარსის საბაჟო პუნქტზე მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაზე

ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლის საკითხს ეხმაურება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, ვის მისცეს საზღვრის გადაკვეთის უფლება. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, სწორედ მთავრობას იცავს უსაფრთხოებასა და ღიაობას შორის დელიკატურ ბალანსს. „ეს არის საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ დაუშვას, რადგან ისინი მუშაობენ უსაფრთხოებასა და ღიაობას შორის დელიკატური ბალანსის დამყარებაზე“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ოფიციალურად, 27 სექტემბრის ინფორმაციით, ბოლო 10 დღის მონაცემებით, კერძოდ, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა: 17 სექტემბერს 6986 – 740618 სექტემბერს 6606 – 674319 სექტემბერს 6411 – 678220 სექტემბერს 5603 – 619921 სექტემბერს 6402 – 601122 სექტემბერს 6150 – 605023 სექტემბერს 9307 – 621424სექტემბერს 9330 – 624925 სექტემბერს 11 143 – 551926 სექტემბერს 10 804 – 4947 რუსეთის მოქალაქემ. რამდენი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - შსს სტატისტიკას აქვეყნებს ხსენებულ საკითხზე დასმულ შეკითხვას რამდენიმე დღის წინ ონლაინ ბრიფინგზე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა. „ვაფასებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღოს და რა რაოდენობით. მაგრამ საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არამხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ მობილიზაციის შედეგად ხდება ძირითადად, ახალგაზრდა კაცების დიდი რაოდენობით შემოსვლა. თითოეულ ქვეყანას განსხვავებული მიდგომა ექნება იმ მიმართულებით, თუ როგორ უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების სურვილს, გაიქცნენ თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი სადმე, სხვაგან იპოვონ. თითოეულმა ქვეყანამ, გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება მისი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

ჩეხურმა ბანკებმა, რუსეთიდან UnionPay-ის პლასტიკური ბარათების მომსახურება შეწყვიტეს

ჩეხურმა ბანკებმა, რუსული ბანკების მიერ გაცემული ჩინური UnionPay-ის პლასტიკური ბარათების მომსახურება შეაჩერეს, რადგან ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის  ბანკომატებში ნაღდი ფულის მიღება შეუძლებელი გახდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „რუსული ბანკების მიერ გამოშვებული UnionPay პლასტიკური ბარათების სერვისი ამ დროისთვის შეწყვეტილია“, - აცხადებენ დირექტორატში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინეთში ბანკომატებმა UnionPay ბარათების მომსახურება შეწყვიტეს.  

შსს: მიმდინარე წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოსულთაგან საქართველოში რუსეთის 4-ჯერ მეტი მოქალაქე რჩება, ვიდრე - უკრაინის. ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს დეპუტატ ლევან ქარუმიძის კითხვის საპასუხოდ მიაწოდა. რამდენი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - შსს სტატისტიკას აქვეყნებს მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოსულთაგან საქართველოში რუსეთის 4-ჯერ მეტი მოქალაქე რჩება, ვიდრე - უკრაინის. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ სტატისტიკის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,4%-ს შეადგენს.  

პოლონეთმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის, დასაქმების გამარტივებული პროცედურა გააუქმა

პოლონეთის ხელისუფლებამ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დასაქმების გამარტივებული პროცედურა გააუქმა. ამის შესახებ პოლონეთის პრესის სააგენტოს საოჯახო და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა მარლენა მალონგმა განუცხადა. ოფიციალური პირის თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინაში ომისა და რუსეთიდან მასობრივი მიგრაციის მზარდი რისკის გამო მიიღეს.  „რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე დასაქმებულნი არიან გამარტივებული წესით, შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა სამუშაო ნებართვის ვადის ამოწურვამდე“, - განაცხადა მარლენა მალონგმა. 2022 წლის ზაფხულის მონაცემებით, პოლონეთში, გამარტივებული პროცედურებით რუსეთის 13 000 მოქალაქე იყო დასაქმებული.  ახლა პოლონეთში, გამარტივებული პროცედურით, სომხეთის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ დასაქმება.  

კვიპროსმა რუსეთის მოქალაქეებს €105 მილიონის ანგარიშები გაუყინა

კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა კონსტანტინოს პეტრიდისმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის სანქციების ფონზე, რუსეთის მოქალაქეების კუთვნილი 105 მილიონი ევროს ანგარიშები გაყინა. იტყობინება CBS News-ი. კვიპროსის სასამართლომ უკრაინელ ბიზნესმენს $79 მილიონის ქონება გაუყინა - მედია ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს თანხა მხოლოდ მცირე ნაწილია გასულ წელს კვიპროსში შეტანილი რუსული დეპოზიტების სავარაუდო 5,6 მილიარდი ევროდან. ფინანსთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ კვიპროსული კომპანიები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუს ბიზნესმენებს ეკუთვნით და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცნენ, „გაძლიერებული კონტროლის ქვეშ" იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ევროგაერთიანება უკვა სანქციების მე-10 პაკეტზე მუშაობს.  

2023 წელს საქართველო რუსეთის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა - შსს

2023 წელს, საქართველო რუსეთის ფედერაციის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს, საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნის ტერიტორია კი, 1 887 223-მა პირმა დატოვა. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის ბოლო - მეოთხე კვარტალში, ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის 348 050 მოქალაქე შემოვიდა, რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობამ კი, ვინც ქვეყნიდან გავიდა, 359 030 შეადგინა. 2023 წლის მეოთხე კვარტალში, გასული სამი კვარტლისაგან განსხვავებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილი არა რუსეთის ფედერაციამ, არამედ, თურქეთის რესპუბლიკამ დაიკავა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების პირველი ექვსეული ბოლო კვარტალში ასე გამოიყურება: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უკრაინა და ინდოეთი. შსს-ს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა (შემოსვლა და გასვლა) ჯამში, 4 609 381-ჯერ განხორციელდა. განხორციელებული საზღვრის კვეთის 33% ქართველებზე, 67% კი, უცხოელებზე მოდის. უწყების ინფორმაციით, 2023 წელს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 1 563 549 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, 1 533 655 კი გავიდა.